საჭიროა იმპლანტაციისთვის? ჩვენ დავიბრუნებთ თქვენს ღიმილს მყარ საფუძველზე.
ძვლის აუგმენტაცია — იგივე ყბა სახის ქირურგია — სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელიც მიზნად ისახავს ყბის ძვლის მოცულობის გაზრდას, გაძლიერებასა და იმპლანტაციისთვის მომზადებას. პროცედურა ტარდება, როდესაც ძვლის ბუნებრივი სტრუქტურა ან მოცულობა საკმარისი აღარ არის იმპლანტის ჩასასმელად ან სახის ჰარმონიის აღსადგენად.
რატომ შეიძლება დაგჭირდეთ ძვლის აუგმენტაცია?
როგორ ტარდება პროცედურა?
1. კონსულტაცია და დიაგნოსტიკა.
პაციენტი გადის სტომატოლოგიურ კონსულტაციას. ხშირ შემთხვევაში ინიშნება 3D ტომოგრაფია, რათა ექიმმა ზუსტად შეაფასოს ძვლის მოცულობა და დაგეგმოს მკურნალობა.
2. აუგმენტაცია. (ძვლის აღდგენა)
პროცედურა ტარდება ხელოვნური ან ბიოლოგიური (პაციენტის ან დონორისგან აღებული) ძვლის მასალით. შესაძლებელია სინუს-ლიფტინგი, თუკი ზედა ყბაზეა პრობლემური ზონა.
3. შეხორცება და შემდგომი გეგმვა.
შეხორცების პერიოდი გრძელდება რამდენიმე თვე. ამ დროის შემდეგ შესაძლებელია იმპლანტის ჩასმა, რაც მყარ, ბუნებრივ და ესთეტიკურ შედეგს უზრუნველყოფს.
ყოველთვის საჭიროა ძვლის აუგმენტაცია იმპლანტაციისთვის?
არა. მცირე იმპლანტების შემთხვევაში შეიძლება აუგმენტაცია საჭირო არ გახდეს. ამას კონსულტაციისას განსაზღვრავს თქვენი სტომატოლოგი.
რამდენ ხანს გრძელდება შეხორცება?
საშუალოდ 4–6 თვეა საჭირო სრულად ინტეგრაციისთვის, თუმცა ინდივიდუალურად შესაძლოა ეს დრო განსხვავდებოდეს.
მტკივნეულია პროცედურა?
არა. პროცედურა ტარდება ანესთეზიით და სრულიად უმტკივნეულოა. პოსტოპერაციული დისკომფორტი კონტროლდება ექიმის რჩევებით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით.
არსებობს შემთხვევები, როცა პროცედურა არ არის რეკომენდებული?
დიახ. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესია ან აქტიური ინფექცია. ექიმი ინდივიდუალურად შეაფასებს რისკებს და მისცემს რეკომენდაციას.
როგორ მოვუაროთ თავს პროცედურის შემდეგ?
სინუს ლიფტინგი — იგივე სინუსის აუგმენტაცია — არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება ზედა ყბის ძვლის ...
ვრცლად
პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია. პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია არის პროცესი, რომელიც მხოლოდ კბილების აღდგენით ...
ვრცლად
დენტალური იმპლანტაციის ტიპები და ყველაზე გავრცელებული ტიპი. იმპლანტი ჩადგმულია ყბის ძვალში. ფორმით ხრახნიანია ...
ვრცლად