პაროდონტოლოგია სპეციალიზდება ღრძილების, ალვეოლური ძვლის და სხვა მხარდამჭერი ქსოვილების (პაროდონტიუმის) დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.
ეს ქსოვილები არიან პასუხისმგებელნი კბილის ფესვის სტაბილურობაზე და მთელი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
რა არის პაროდონტოლოგიური დაავადებები?
გინგივიტი – ღრძილების ანთება. (საწყისი ეტაპი)
სიმპტომები: შეწითლება, სივდებე, სისხლდენა კბილების წმენდისას - სრულად განკურნებადია ადრეულ ეტაპზე.
პაროდონტიტი – ღრძილქვეშა ქსოვილების და ძვლის დაზიანება.
კბილები იწყებს მოძრაობას, ღრძილები იშლება.
იწვევს კბილების დაკარგვას, თუ არ იმკურნალება.
პაროდონტოზი (ძვლის ატროფია) – ნაკლებად ანთებითი, მაგრამ ქრონიკული დაავადება უფრო ხშირად გვხვდება უფროს ასაკში.
შესაძლოა სისხლდენა არ იყოს, მაგრამ თანდათან ქრება ძვალი და ღრძილები.
სიმპტომები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:
პაროდონტოლოგიური მკურნალობის ეტაპები:
დიაგნოსტიკა და რენტგენგადაღება.
ჯიბეების სიღრმის გაზომვა. (პაროდონტული ზონდი)
ძვლის დონის შეფასება.
ღრმა წმენდა. (Scaling & Root Planing)
ქვების და ნადების მოცილება ღრძილის ქვემოდან.
ზოგჯერ თან ახლავს ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
ქირურგიული მკურნალობა.
ღრმა ჯიბეების მოცილება. (ფლაპ-ოპერაცია)
ძვლის რეგენერაცია და ღრძილის პლასტიკა.
ლაზერული პაროდონტოლოგია.
ანთების მკურნალობა ლაზერის გამოყენებით — ნაკლებად ინვაზიური და სწრაფი.
რეგულარული მოვლა. (პაროდონტალური მხარდაჭერა)
ყოველ 3 – 6 თვეში ვიზიტები ჯიბეების გაწმენდისა და კონტროლისათვის.
დენტალური იმპლანტაციის ტიპები და ყველაზე გავრცელებული ტიპი. იმპლანტი ჩადგმულია ყბის ძვალში. ფორმით ხრახნიანია ...
ვრცლად
ესთეტიკური სტომატოლოგიის დარგი, რომელიც ორიენტირებულია ღიმილის სილამაზის გაუმჯობესებაზე. კბილების ფორმის, ფერი ...
ვრცლად
საჭიროა იმპლანტაციისთვის? ჩვენ დავიბრუნებთ თქვენს ღიმილს მყარ საფუძველზე. ძვლის აუგმენტაცია — იგივე ყბა სახის ქირ ...
ვრცლად