>

კბილის დაბჟენა

კბილის დაბჟენა

კბილის დაბჟენა სტომატოლოგიაში.

კბილის დაბჟენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სტომატოლოგიური პროცედურაა. "კოპალ დენტის" სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, უმაღლესი ხარისხის მასალებსა და თანამედროვე ტექნიკას. ჩვენი ექიმები უზრუნველყოფენ, რომ პროცესი მარტივად, უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე ჩაიაროს.

რა იწვევს კბილის დაბჟენის საჭიროებას?

კბილის დაბჟენა არის პროცესი, რომლის დროსაც სტომატოლოგი კბილში გაჩენილ ღრმულს ან დეფექტს სპეციალური მასალით ავსებს, რომელსაც პლომბს უწოდებენ. პლომბირება საჭიროა, როცა კბილს უჩნდება კარიესი — ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადება მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც კბილის დაბჟენის პროცედურა სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა.

რა არის პლომბი?

პლომბი, იგივე ბჟენი, არის ხელოვნური მასალა, რომლითაც სტომატოლოგი ავსებს კბილის ღრუს ან დეფექტს. პლომბის სხვადასხვა ტიპი არსებობს, რომლებიც გამოიყენება დანიშნულების მიხედვით:

  • პირდაპირი დაბჟენა
  • არაპირდაპირი დაბჟენა
  • ჰერმეტიკები
  • ფესვთა არხების დაბჟენა

როგორ ხდება კბილის დაბჟენა?

რიხტერის კლინიკაში სტომატოლოგიური კონსულტაციის დროს ექიმი დეტალურად შეისწავლის პირის ღრუს და დაადგენს, თუ რომელი კბილი საჭიროებს დაპლომბვას.

გაბუჟება: პროცედურის დასაწყისში, კბილის მიდამო ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით გაიგუდება, რათა პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

დაზიანებული ადგილის მოცილება: სტომატოლოგი სპეციალური ხელსაწყოთი მოაშორებს კბილის დაზიანებულ ან ინფიცირებულ ნაწილს.

პლომბის დადება: შემდეგ უტარებს პლომბირებას — დაზიანებული ადგილი ივსება სპეციალური მასალით, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, კბილისფერი ან ნაცრისფერი, არჩევანი კი პაციენტს ეკუთვნის.

დაპროექტება და შელესვა: პლომბი სპეციალური ხელსაწყოთი ოსტატურად არის აპრიალებული და დალაგებული, რათა ჰარმონიულად მოერგოს დანარჩენ კბილებს და იყოს გლუვი.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

თუ დროულად მიმართავთ ექიმს კარიესის დროს, თავიდან აიცილებთ გართულებებს, რომლებიც შესაძლოა კბილის ამოღებამდე მიგიყვანოთ. რიხტერის კლინიკაში ასევე უზრუნველყოფილია ბავშვთა სტომატოლოგია, სადაც პროცედურები სრულად არის ადაპტირებული პატარა პაციენტებისთვის — სტრესისა და დისკომფორტის გარეშე.

კბილის დაბჟენის შედეგი.

დაპლომბილი კბილი აღიდგენს ბუნებრივ ფორმას და ფუნქციას, რაც აუცილებელია პირის ღრუს ჯანსაღი მდგომარეობისთვის, სამომავლო მკურნალობისთვის (მაგალითად, ბრეკეტები) და ჰიგიენის დაცვისთვის.

რა გავითვალისწინოთ კბილის დაბჟენამდე?

მომზადების მიზნით მსუბუქად გაიწმინდეთ კბილები და პირის ღრუ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისა და თამბაქოს მოხმარებისგან.

როგორ მოვუაროთ პირის ღრუს დაბჟენის შემდეგ?

დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, გამოიყენეთ დამატებითი საშუალებები (კბილის ძაფი, ირიგატორი). წელიწადში ორჯერ ჩაატარეთ პროფესიონალური წმენდა.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

კბილის დაბჟენა სწრაფი პროცედურაა და ჩვეულებრივ 30 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება.

შესაძლებელია ტკივილი დაბჟენის შემდეგ?

საკმაოდ ხშირია მცირე დისკომფორტი, რომელიც ბუნებრივია. თუ ტკივილი ძლიერი ან გაგრძელებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

დასაშვებია თუ არა ჭამა დაბჟენის შემდეგ?

შეგიძლიათ საკვების მიღება, თუმცა დაელოდეთ გაბუჟების შეგრძნებას და თავიდან აიცილეთ ძალიან მაგარი ან წებოვანი საკვები.


კბილების გათეთრება

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა იმ ნივთიერებებით, რომლებიც კბილების ფერზე ნეგატიურად მოქმედებს — ჩაი, ყავა, ნიკო ...

ვრცლად 


დენტალური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია - კბილის იმპლანტი დენტალური იმპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტომატოლოგიური მომსახურებაა, ...

ვრცლად 


კბილის რესტავრაცია

"კოპალ დენტი" თბილისში გთავაზობთ თანამედროვე მხატვრულ რესტავრაციას — ესთეტიკურ სტომატოლოგიურ პროცედურას, რ ...

ვრცლად