>

ღრძილების მკურნალობა

ღრძილების მკურნალობა

პაროდონტიტი - რძილების ანთების მკურნალობა

რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში ღრძილების დაავადებების მკურნალობა პაროდონტიტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე სრულდება. თუმცა, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ეფექტურად გვაცილებს გართულებებს და პროცესი გაცილებით სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს.

რა არის პაროდონტიტი?

პაროდონტიტი — ეს არის ღრძილების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. უსიამოვნო და მტკივნეული სიმპტომები მხოლოდ დაავადების პროგრესირებისას იჩენს თავს.

რა იწვევს პაროდონტიტს?

პაროდონტიტის განვითარებას იწვევენ მრავალი ფაქტორი, მათ შორის:

  • პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა.
  • თამბაქოს მოხმარება.
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა.
  • არასწორი კვების რეჟიმი.
  • სომატური დაავადებები. (ც-ჰეპატიტი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა)
  • ჰორმონალური ცვლილებები.
  • ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება.
  • ასაკობრივი ცვლილებები.
  • სტრესი.
  • არასწორი თანკბილვა.

როგორ მივხვდეთ, რომ პაროდონტიტის მკურნალობა გვჭირდება?

როგორც აღვნიშნეთ, პაროდონტიტი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ სტომატოლოგთან რეგულარული კონსულტაცია უმნიშვნელოვანესია ადრეული დიაგნოსტიკისთვის.

ქვემოთ მოცემული სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს:

  • ღრძილებიდან სისხლდენა.
  • ღრძილების ტკივილი და შეშუპება.
  • ღრძილების დაშორება კბილიდან.
  • ღრძილების ჰიპერემია. (წითელ ფერზე გადაყოლილი ანთება)
  • კბილების მორყევა და გადანაცვლება.
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
  • დისკომფორტი და ტკივილი.

პაროდონტიტის მკურნალობა.

ადრეულ ეტაპზე პაროდონტიტი მკურნალდება კონსერვატიულად, რაც გულისხმობს:

  • სტომატოლოგიურ ნადების (ბაქტერიალური პლაკის) გაწმენდას.
  • სკალირებას და ფესვების დამუშავებას.
  • ანტიბიოტიკოთერაპიას ბაქტერიული ინფექციის პრევენციისთვის. (მეთვალყურეობით)

მეტად რთულ შემთხვევებში, როცა დიაგნოზს თან ერთვის ღრმა პაროდონტალური ჯიბეები, ლაგმების ტრავმები, ღრძილების რეცესია და ესთეტიკური დეფექტები, შესაძლოა საჭირო გახდეს ლაზერული თერაპია ან ქირურგიული ჩარევა.

გაითვალისწინეთ:
ღრძილების ანთების მკურნალობა არ სრულდება მხოლოდ სტომატოლოგის კაბინეტში — უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პირის ღრუს მოვლა და ჰიგიენის დაცვა სახლში, მკურნალობის შემდეგაც.

ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამარტივებს გამოჯანმრთელების პროცესს და აქრობს არასაჭირო დისკომფორტს. რეგულარულ კონსულტაციებს რიხტერის კლინიკაში დაემატეთ და დაიცავით პირის ღრუს ჯანმრთელობა.

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუში უსიამოვნო სუნი პაროდონტიტთან?

დიახ, პაროდონტიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის.

როგორ მოვუაროთ პირის ღრუს პროცედურის შემდეგ?

მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები და პირის ღრუს ჰიგიენის ნორმები.

როგორ დავიცვათ თავი პაროდონტიტისგან?

პაროდონტიტს ხშირად წინ უძღვის გინგივიტი — ადრეული ანთება, რომლის პრევენცია შესაძლებელია სწორი კბილის წმენდის, ძაფისა და საყელოებისთვის გათვალისწინებული საშუალებების გამოყენებით.


მოზარდთა სტომატოლოგია

ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია ორიენტირებულია ბავშვების კბილებისა და პირის ღრუზე. ეს სფერო ეხე ...

ვრცლად 


პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია სპეციალიზდება ღრძილების, ალვეოლური ძვლის და სხვა მხარდამჭერი ქსოვილების (პაროდონტიუმის) დაავადებების დიაგ ...

ვრცლად 


კბილის პროთეზი

კბილის პროთეზი – დაკარგული კბილების იდეალური შემცვლელი თუ დაკარგული გაქვთ ერთი ან რამდენიმე კბილი, სტომატოლოგიური ...

ვრცლად