ელაინერები - კბილების გასწორება
ელაინერები — ეს არის ყბა-კბილთა ანომალიების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი, რომელსაც "კოპალ დენტის" სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ. ელაინერები სტომატოლოგიაში ერთ-ერთი დიდი მიღწევაა, რადგან მათი საშუალებით კბილების გასწორება ხდება სწრაფი, მარტივი და კომფორტული.
ელაინერები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება სპეციალურ ლაბორატორიაში ან შესაბამის ქარხნებში. ისინი სრულად გამჭვირვალე და მოხსნადია, რაც ტარებასა და ჰიგიენაზე ზრუნვას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
კონსულტაცია სტომატოლოგთან.
ელაინერების დაყენებამდე აუცილებელია სტომატოლოგთან კონსულტაცია. კონსულტაციის დროს ექიმი სრულად შეისწავლის პირის ღრუს მდგომარეობას, გამოავლენს შესაძლო პრობლემებს და დაადგენს, რამდენად ეფექტურია ელაინერებით კბილების გასწორება კონკრეტული პაციენტისთვის. ხშირად აუცილებელია 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. თუ ელაინერები კონკრეტული შემთხვევისთვის არ გამოდგება, სტომატოლოგი შემოგთავაზებთ ალტერნატიულ მკურნალობას — მაგალითად, ბრეკეტებს.
ელაინერების უპირატესობები.
კომფორტი.
ელაინერები სრულიად გამჭვირვალე და პრაქტიკულად შეუმჩნეველია. მათი ტარება არა მხოლოდ ვიზუალურად შეუმჩნევია, არამედ მომხმარებლებიც ამბობენ, რომ ელაინერების არსებობა თითქმის არ იგრძნობა.
მარტივი მოვლა.
ელაინერები მოხსნადია, რაც საშუალებას გვაძლევს პირის ღრუში ჰიგიენის დაცვა გამარტივდეს. მათი მოხსნა და დაყენება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც აძლევს პაციენტს თავისუფლებას. პირის ღრუს და კბილების გაწმენდა კი არ საჭიროებს სპეციალურ საშუალებებს.
სწრაფი და ეფექტური შედეგი.
ელაინერებით კბილების გასწორება დროში ეფექტურია და შედეგები სწრაფად ჩანს — პაციენტის პირადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ასევე, მნიშვნელოვნად მცირდება კონსულტაციების რაოდენობა მკურნალობის პერიოდში.
როგორ შევარჩიოთ?
თუ გაგიჭირდათ არჩევანი ელაინერებსა და ბრეკეტებს შორის, პირველ რიგში, კონსულტაცია სტომატოლოგთან არის აუცილებელი. ექიმი შეფასებს თქვენს პირის ღრუს მდგომარეობას და დაგეხმარებათ საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში.
რა უნდა გავითვალისწინოთ ელაინერების დაყენებამდე?
სტომატოლოგიური კონსულტაციის დროს ექიმი გამოიკვლევს პირის ღრუს მდგომარეობას და მოგცემთ ყველა აუცილებელ რჩევას კბილების გასწორების პროცესისთვის.
როგორ მოვუაროთ ელაინერებს?
ელაინერების დასაწმენდად საკმარისია მათი რეგულარული გაწმენდა ჯაგრისით და წყლით. საღეჭი რეზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან იგი კაპებს ეკრობათ. საკვებზე შეზღუდვები არ არსებობს.
როდის შეიძლება ელაინერების გამოყენება?
ელაინერებით კბილების გასწორება შეიძლება როგორც ზრდასრულთათვის, ისე მოზარდებისთვის, რომელთაც დასრულებული აქვთ ყბების ზრდის პროცესი.
როდის არის ელაინერები ეფექტური?
ელაინერები განსაკუთრებით ეფექტურია თანკბილვის მსუბუქი ან საშუალო დარღვევების შემთხვევაში.
ესთეტიკა, რომელიც გაძლევს ბუნებრივ და ჰოლივუდურ ღიმილს. ვინირები — ესაა თხელი, მაღალი ხარისხის ფირფიტები, რომლები ...
ვრცლად
კბილების პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული და მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა. ...
ვრცლად
პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია. პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია არის პროცესი, რომელიც მხოლოდ კბილების აღდგენით ...
ვრცლად