დენტალური იმპლანტაცია - კბილის იმპლანტი
დენტალური იმპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტომატოლოგიური მომსახურებაა, რომელიც უკბილობის (ადენტიის) მკურნალობას ითვალისწინებს. კბილის იმპლანტაცია ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა კბილი სრულად არის დაკარგული და არ არსებობს მისი ფესვი.
დენტალური იმპლანტაცია საჭიროა მათთვის, ვისაც ერთი ან რამდენიმე კბილი სრულად აქვს დაკარგული. დაკარგული კბილი არა მხოლოდ პირის ღრუს ვიზუალზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ იწვევს სხვა გართულებებსაც: სიცარიელის გამო ირღვევა თანკბილვა, რაც ზიანს აყენებს ჯანსაღ კბილებს. გარდა ამისა, უკბილობა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დანაწევრება და ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა.
საუკეთესო ალტერნატივა.
დღეს კბილის დაკარგვით გამოწვეული სიცარიელის აღსავსებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეფექტურია, დენტალური იმპლანტაცია ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ვარიანტად რჩება. მიზეზი მარტივია — კბილის იმპლანტი ბუნებრივი კბილის სრულყოფილი ანალოგია. ის სრულად იმეორებს კბილის ფორმას და ფუნქციას, ხოლო მისი ვიზუალური გარჩევა დანარჩენი კბილებისგან შეუარაღებელი თვალისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.
პროცედურის მიმდინარეობა.
კბილის იმპლანტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:
"კოპალ დენტში" ყოველი პროცედურის წინ ტარდება ინდივიდუალური კონსულტაცია. დენტალური იმპლანტაციისთვის ჩვენი სპეციალისტები ეყრდნობიან პაციენტის 3D სტომატოლოგიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც დეტალურად აჩვენებს კბილის მყარ ქსოვილებს. ეს უზრუნველყოფს სტომატოლოგიური „რუკის“ სრულ სურათს. ასევე, ექიმი აფასებს პაციენტის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამედიცინო ისტორიას.
დაკარგული კბილის ადგილას ყბაში ირგვება ხელოვნური ფესვი, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული. წარმატებული პროცედურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფესვი სწორად იყოს მოთავსებული ისე, რომ მისი გარშემო რბილი ქსოვილების განვითარებას ხელი არ შეეშალოს. რამდენიმე თვეში ფესვი შეერწყმება ძვალს, რის შემდეგაც მასზე მოათავსებენ აბატმენტს — იმპლანტის იმ ნაწილს, რომელიც ფესვსა და გვირგვინს აკავშირებს.
გვირგვინის მოთავსება.
საბოლოო ეტაპზე ხდება ხელოვნური გვირგვინის განთავსება, რომელიც ვიზუალურად ბუნებრივი კბილების იდენტურია და სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
რამდენად მტკივნეულია პროცედურა?
დენტალური იმპლანტაცია უმტკივნეულოდ, სწრაფად და კომფორტულად ტარდება.
როგორ მოვუაროთ კბილის იმპლანტს პროცედურის შემდეგ?
პირის ღრუს ჰიგიენის სწორი დაცვით შეძლებთ იმპლანტის გართულებების გარეშე ხანგრძლივ შენარჩუნებას. ასევე რეკომენდებულია პერიოდულად სტომატოლოგთან ვიზიტი.
რატომ უნდა ჩავიდინოთ კბილის იმპლანტაცია?
იმპლანტაცია საუკეთესო მეთოდია დაკარგული კბილის ადგილას სიცარიელის ამოსავსებლად, კბილთა მწკრივის ერთიანობის დასაცავად და ხიბლიანი ღიმილის აღსადგენად.
რამდენი დრო სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის?
პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში პირის ღრუ ბუნებრივ ფუნქციონირებას დაუბრუნდება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს შეძლებთ.
ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია ორიენტირებულია ბავშვების კბილებისა და პირის ღრუზე. ეს სფერო ეხე ...
ვრცლად
კბილის დაბჟენა სტომატოლოგიაში. კბილის დაბჟენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სტომატოლოგიური პროცედურაა. ...
ვრცლად
უსაფრთხო პროცედურა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა აღარ რჩება. კბილის ამოღება (დენტალური ექსტრაქცია) არის პროცედურა, რომლის ...
ვრცლად