უსაფრთხო პროცედურა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა აღარ რჩება.
კბილის ამოღება (დენტალური ექსტრაქცია) არის პროცედურა, რომლის მიზანია გამოუსწორებლად დაზიანებული ან სხვა მიზეზით პრობლემური კბილის ბუდიდან ამოღება.
"კოპალ დენტის" კლინიკაში ამ პროცესს ატარებენ გამოცდილი სტომატოლოგები, რომლებიც პაციენტის კომფორტზე და უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავენ.
როდის არის საჭირო კბილის ამოღება?
კბილის ამოღება შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგ შემთხვევებში:
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
1. კონსულტაცია და დიაგნოზი.
სტომატოლოგი შეაფასებს პირის ღრუს მდგომარეობას და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავს ამოღებას.
2. მომზადება.
პაციენტს დეტალურად ვაცნობებთ პროცედურის მიმდინარეობას და ვაძლევთ რეკომენდაციებს მოსამზადებლად.
3. ექსტრაქცია. (ამოღება)
4. პოსტოპერაციული მოვლა.
პაციენტს ვაძლევთ დეტალურ ინსტრუქციებს, როგორ აიცილოს თავიდან შეშუპება, სისხლდენა და დისკომფორტი.
რამდენ ხანს გრძელდება კბილის ამოღება?
ინდივიდუალურად. მარტივი შემთხვევებში – 20–30 წუთი. რთულ შემთხვევაში – ცოტა მეტი.
მტკივნეულია პროცედურა?
არა. გამოყენებული ანესთეზია ტკივილს სრულად გამორიცხავს. ასევე მოგცემთ რეკომენდაციებს პოსტოპერაციული დისკომფორტის მინიმიზებისთვის.
როგორ მოვემზადოთ პროცედურისთვის?
სტომატოლოგი კონსულტაციაზე გაგაცნობთ მოსამზადებელ რჩევებს. ზოგჯერ საჭიროა ანალიზები ან მედიკამენტების მიღება წინასწარ.
არსებობს ალტერნატივა კბილის ამოღებისთვის?
დიახ. თუ შესაძლებელია კბილის შენარჩუნება, უპირატესობა ენიჭება ფესვის არხის მკურნალობას, ბჟენით აღდგენას ან ღრძილის მკურნალობას. ამოღება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება.
ბავშვთა კბილების ამოღება.
"კოპალ დენტში"განსაკუთრებულად ვზრუნავთ პატარებზე. ჩვენი სტომატოლოგები უზრუნველყოფენ მაქსიმალურად კომფორტულ, დამამშვიდებელ და მეგობრულ გარემოს ბავშვებისთვის, რათა პროცედურა გახდეს რაც შეიძლება უმტკივნეულო და დადებითი გამოცდილება.
პაროდონტიტი - რძილების ანთების მკურნალობა რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში ღრძილების დაავადებების მკურნალობა პაროდონტიტ ...
ვრცლად
სტომატოლოგიაში თერაპიული მკურნალობა მოიცავს კბილების და მათ გარშემო ქსოვილების დაავადებების არაქირურგიულ მკურნალობა ...
ვრცლად
პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია. პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია არის პროცესი, რომელიც მხოლოდ კბილების აღდგენით ...
ვრცლად