კბილის პროთეზი – დაკარგული კბილების იდეალური შემცვლელი
თუ დაკარგული გაქვთ ერთი ან რამდენიმე კბილი, სტომატოლოგიური პროთეზი — ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული გზაა ღიმილის აღსადგენად, ფუნქციის შესანარჩუნებლად და თავდაჯერებულობის მოსამატებლად.
"კოპალ დენტის" სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის კბილის პროთეზს, რომელიც თქვენს საჭიროებას მაქსიმალურად ერგება — კომფორტულად, ესთეტიკურად და ეფექტურად.
რა ტიპის კბილის პროთეზები არსებობს?
მოხსნადი პროთეზები - იდეალურია იმ პაციენტებისთვის, ვისაც დაკარგული აქვს რამდენიმე ან ყველა კბილი. იყოფა ორ ტიპად:
სრული პროთეზი – გამოიყენება, როცა ყველა კბილი დაკარგულია;
ნაწილობრივი პროთეზი – გამოიყენება, როცა მხოლოდ რამდენიმე კბილია აკლია. მარტივად მოსახსნელი და გასაწმენდი. კომფორტული გამოსაყენებლად.
ტომატოლოგიური ხიდები.
გამოიყენება ერთი ან რამდენიმე დაკარგული კბილის შესაცვლელად. ხიდი ემაგრება მეზობელ კბილებს ან იმპლანტებს და მოუხსნელი კონსტრუქციაა, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და ბუნებრივ იერსახეს.
სტომატოლოგიური იმპლანტები.
ეს არის ტიტანისგან დამზადებული „სვეტები“, რომლებიც ყბის ძვალში თავსდება და იმიტირებს კბილის ფესვს. იმპლანტზე მაგრდება ხელოვნური გვირგვინი.
გამორჩეული ბუნებრივობით, გამძლეობითა და გრძელვადიანი შედეგით.
ბიუგელისებრი პროთეზები.
გამოიყენება ნაწილობრივი კბილდაკარგულობისას. ეს მოსახსნელი პროთეზია, რომელიც შედგება ლითონის კარკასის, პლასტმასის კბილებისა და ხელოვნური ღრძილისგან.
უზრუნველყოფს საღეჭი ძალის სწორ გადანაწილებას.
როგორ მიმდინარეობს პროთეზირების პროცედურა?
კონსულტაცია და დიაგნოსტიკა.
ექიმი შეაფასებს პირის ღრუს მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში ტარდება 3D ტომოგრაფია.
ანაბეჭდის აღება და პროთეზის დამზადება.
პაციენტის ანატომიური თავისებურებების მიხედვით მზადდება ინდივიდუალური პროთეზი.
მორგება და კორექცია.
პროთეზი თავსდება პირის ღრუში, ხოლო შემდეგი ვიზიტები უკავშირდება მის მორგებასა და კორექტირებას, საჭიროების შემთხვევაში.
როგორ მოვუაროთ პროთეზს?
რისგან მზადდება ხელოვნური კბილები?
სტომატოლოგიაში თერაპიული მკურნალობა მოიცავს კბილების და მათ გარშემო ქსოვილების დაავადებების არაქირურგიულ მკურნალობა ...
ვრცლად
ხელოვნური გვირგვინები – ცირკონის გვირგვინები ცირკონის გვირგვინები წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ, ესთეტიკურ და ფუნქ ...
ვრცლად
უსაფრთხო პროცედურა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა აღარ რჩება. კბილის ამოღება (დენტალური ექსტრაქცია) არის პროცედურა, რომლის ...
ვრცლად