კბილების პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული და მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა. იგი მიზნად ისახავს კბილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოცილებას, რაც უზრუნველყოფს როგორც პირის ღრუს ჯანმრთელობას, ისე ღიმილის ესთეტიკურობას.
"კოპალ დენტის" კლინიკაში პროცედურას ატარებენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც იყენებენ უახლეს აპარატურასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს — რათა უზრუნველყონ მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები.
რას ნიშნავს კბილების პროფესიონალური წმენდა?
ეს არის პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს: ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. პირის ღრუს დაავადებების პრევენციას. კბილების ბუნებრივი სითეთრის აღდგენას კბილის ზედაპირის გათავისუფლებას ნადებისა და პიგმენტებისგან.
სასურველია კბილების პროფესიონალური წმენდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ — ან სტომატოლოგის რეკომენდაციის მიხედვით.
რატომ არის აუცილებელი კბილების პროფესიონალური წმენდა?
ყოველდღიური საკვების მიღებისას კბილებზე გროვდება ბაქტერიული ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში ქვად გარდაიქმნება
ასეთი მყარი ნადები ღრძილებზე ზეწოლას ახორციელებს, რაც იწვევს ღრძილების ანთებას, პათოლოგიური ჯიბეების განვითარებას და არასასიამოვნო სუნს.
ნადების მოსაშორებლად სახლის პირობებში ჰიგიენა არასაკმარისია — საჭიროა პროფესიული ჩარევა წმენდის შემდეგ სტომატოლოგს უკეთ შეუძლია დაათვალიეროს პირის ღრუს მდგომარეობა და დროულად აღმოაჩინოს პრობლემები (მაგ. კარიესი, ბზარები)
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
კბილების წმენდა რამდენიმე ეტაპად ტარდება:
1. ულტრაბგერითი წმენდა (Scaler):
კბილის ზედაპირიდან მყარი ნადების (ქვის) მოცილება ულტრაბგერითი აპარატით და ანტისეპტიკური ხსნარით.
2. AirFlow ტექნოლოგია (შესაძლებელია საჭიროებისამებრ):
პიგმენტირებული ნადების მოცილება სპეციალური ფხვნილის მეშვეობით — განსაკუთრებით მწეველებში ან ყავისა და ჩაის მოყვარულებში.
3. პოლირება:
აბრაზიული პასტის, რეზინის ბალიშებისა და ჯაგრისების გამოყენებით კბილების ზედაპირის გაწმენდა და გათანაბრება.
4. ფტორიდაცია:
კბილების დამუშავება ფტორის შემცველი გელით, რაც ამაგრებს მინანქარს და ამცირებს მგრძნობელობას.
რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს კბილები?
სტანდარტულად — წელიწადში 2-ჯერ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება მოითხოვოს უფრო ხშირად. გადაწყვეტილებას სტომატოლოგი ინდივიდუალურად იღებს.
რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?
საშუალოდ — 60–90 წუთი, დამოკიდებულია ნადების მოცულობასა და პიგმენტაციის დონეზე.
როგორ მოვემზადოთ პროცედურამდე?
გაიწმინდეთ კბილები, მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს პროცედურამდე რამდენიმე საათით, არ მიიღოთ ცხელი ან მჟავე საკვები.
როგორ მოვუაროთ კბილებს წმენდის შემდეგ?
დაიცავით ყოველდღიური ჰიგიენა. (ჯაგრისი, პასტა, კბილის ძაფი)
თავიდან აიცილეთ საღებავი საკვები და სასმელები პირველ 24 საათში.
არ გამოტოვოთ კონტროლზე მისვლა სტომატოლოგთან.
ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია ორიენტირებულია ბავშვების კბილებისა და პირის ღრუზე. ეს სფერო ეხე ...
ვრცლად
ესთეტიკური სტომატოლოგიის დარგი, რომელიც ორიენტირებულია ღიმილის სილამაზის გაუმჯობესებაზე. კბილების ფორმის, ფერი ...
ვრცლად
"კოპალ დენტი" თბილისში გთავაზობთ თანამედროვე მხატვრულ რესტავრაციას — ესთეტიკურ სტომატოლოგიურ პროცედურას, რ ...
ვრცლად