პაროდონტოლოგია სპეციალიზდება ღრძილების, ალვეოლური ძვლის და სხვა მხარდამჭერი ქსოვილების (პაროდონტიუმის) დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.
ეს ქსოვილები არიან პასუხისმგებელნი კბილის ფესვის სტაბილურობაზე და მთელი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
რა არის პაროდონტოლოგიური დაავადებები?
გინგივიტი – ღრძილების ანთება. (საწყისი ეტაპი)
სიმპტომები: შეწითლება, სივდებე, სისხლდენა კბილების წმენდისას - სრულად განკურნებადია ადრეულ ეტაპზე.
პაროდონტიტი – ღრძილქვეშა ქსოვილების და ძვლის დაზიანება.
კბილები იწყებს მოძრაობას, ღრძილები იშლება.
იწვევს კბილების დაკარგვას, თუ არ იმკურნალება.
პაროდონტოზი (ძვლის ატროფია) – ნაკლებად ანთებითი, მაგრამ ქრონიკული დაავადება უფრო ხშირად გვხვდება უფროს ასაკში.
შესაძლოა სისხლდენა არ იყოს, მაგრამ თანდათან ქრება ძვალი და ღრძილები.
სიმპტომები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:
პაროდონტოლოგიური მკურნალობის ეტაპები:
დიაგნოსტიკა და რენტგენგადაღება.
ჯიბეების სიღრმის გაზომვა. (პაროდონტული ზონდი)
ძვლის დონის შეფასება.
ღრმა წმენდა. (Scaling & Root Planing)
ქვების და ნადების მოცილება ღრძილის ქვემოდან.
ზოგჯერ თან ახლავს ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
ქირურგიული მკურნალობა.
ღრმა ჯიბეების მოცილება. (ფლაპ-ოპერაცია)
ძვლის რეგენერაცია და ღრძილის პლასტიკა.
ლაზერული პაროდონტოლოგია.
ანთების მკურნალობა ლაზერის გამოყენებით — ნაკლებად ინვაზიური და სწრაფი.
რეგულარული მოვლა. (პაროდონტალური მხარდაჭერა)
ყოველ 3 – 6 თვეში ვიზიტები ჯიბეების გაწმენდისა და კონტროლისათვის.
პაროდონტიტი - რძილების ანთების მკურნალობა რიხტერის სტომატოლოგიურ კლინიკაში ღრძილების დაავადებების მკურნალობა პაროდონტიტ ...
ვრცლად
კბილების პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული და მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა. ...
ვრცლად
უსაფრთხო პროცედურა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა აღარ რჩება. კბილის ამოღება (დენტალური ექსტრაქცია) არის პროცედურა, რომლის ...
ვრცლად