>

როგორ ამოვიცნოთ პაროდონტიტი

როგორ ამოვიცნოთ პაროდონტიტი

პაროდონტიტი არის კბილების ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთება, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ ზიანს აყენებს ღრძილებს და კბილებს.

 

პაროდონტიტის დამახასიათებელი ნიშნებია:

ღრძილებიდან სისხლდენა — განსაკუთრებით კბილების გამოხეხვის დროს;
გაწითლებული, შესიებული და მგრძნობიარე ღრძილები;
ღრძილებისა და კბილების დაშორიშორება — ღრძილები აღარ ეკვრის მჭიდროდ კბილებს;
სივრცეები კბილებს შორის, რაც ადრე არ შეიმჩნეოდა;
კბილების მორყევა ან გადაადგილება;
კბილებზე მინანქრის ქვები და ბაქტერიული ნადები;
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.

პაროდონტიტი სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო ან მძიმე.

საშუალო და მძიმე პაროდონტიტის დროს კი შესაძლებელია განვითარდეს:

სპონტანური ტკივილი ღრძილებში;
ჩირქოვანი გროვები ღრძილებზე;
პერიოდული ჩირქდენა და ძლიერი დისკომფორტი.

თუ აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, სასურველია დროულად მიმართოთ სტომატოლოგს.

ჟიული შარტავას ქუჩა N6, თბილისი

ტელ: +995 595 89 95 89.


კბილების სწორად გახეხვა ჯაგრისით

კბილების სწორად გახეხვა ჯაგრისით. 1. აირჩიე რბილი ან საშუალო სიხისტის ჯაგრისი, რათა არ დააზიანო ემალი და ღრძილები.  ...

ვრცლად