მსოფლიო ქალ გამომგონებლებს შორის ნაზი კოპალეიშვილი სამეულშია. 2025 წლის 12 აგვისტო ნაზი კოპალეიშვილის ცხოვრების კიდევ ერთი უდიდესი წარმატების მომტანი დღე გახდა.
ნაზი კანადაში გამართულ მსოფლიო გამოგონებების ფორუმზე, სადაც 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, უპრეცედენტო - ნივთის გამომგონებლად აღიარეს. მას ორი ჯილდო გადაეცა: ოქროს მედალი და საუკეთესო ქალი გამომგონებლის სპეციალური ჯილდო.
პროფესიით ორთოდონტმა ნაზი კოპალეიშვილმა შექმნა ის, რაც დღემდე მსოფლიოში არ არსებობდა. ახლა ამ უნიკალური გამოგონების ავტორი ქართველი ქალი და ორი შვილის დედაა. თუმცა ნოვატორული ნივთი , რომელიც მსოფლიოს ბაზარზე მალე გამოჩნდება, მისი დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ დეტალების გასაჯაროება ჯერ არ შეიძლება.
მიზეზი მსოფლიო ბრენდების მიერ მიმდინარე მოლაპარაკებებია რომელიც ნაზი კოპალეიშვილთან უკვე მიმდინარეობს.
34 წლის ასაკში მიღწეული ასეთი წარმატება ნაზი კოპალეიშვილისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის მიზეზია. ახლა ის კიდევ სამ უპრეცედენტო გამოგონებაზე მუაობს, რაც კაცობრიობას და მსოფლიოს დღეს ძალიან სჭირდება.