პაროდონტიტი არის კბილების ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთება, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ ზიანს აყენებს ღრძილებს და კბილებს.
პაროდონტიტის დამახასიათებელი ნიშნებია:
ღრძილებიდან სისხლდენა — განსაკუთრებით კბილების გამოხეხვის დროს;
გაწითლებული, შესიებული და მგრძნობიარე ღრძილები;
ღრძილებისა და კბილების დაშორიშორება — ღრძილები აღარ ეკვრის მჭიდროდ კბილებს;
სივრცეები კბილებს შორის, რაც ადრე არ შეიმჩნეოდა;
კბილების მორყევა ან გადაადგილება;
კბილებზე მინანქრის ქვები და ბაქტერიული ნადები;
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
პაროდონტიტი სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო ან მძიმე.
საშუალო და მძიმე პაროდონტიტის დროს კი შესაძლებელია განვითარდეს:
სპონტანური ტკივილი ღრძილებში;
ჩირქოვანი გროვები ღრძილებზე;
პერიოდული ჩირქდენა და ძლიერი დისკომფორტი.
თუ აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, სასურველია დროულად მიმართოთ სტომატოლოგს.
ჟიული შარტავას ქუჩა N6, თბილისი
ტელ: +995 595 89 95 89.
კბილების სწორად გახეხვა ჯაგრისით. 1. აირჩიე რბილი ან საშუალო სიხისტის ჯაგრისი, რათა არ დააზიანო ემალი და ღრძილები. 2. თავი უნდა იყოს მცირე ზომის ...
ვრცლად